ერაყში რადიკალმა ისლამისტებმა 7 ადამიანი მოკლეს
ისლამისტმა მებრძოლებმა, თავდასხმის შედეგად, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ეტ-ტარმიაში 7 ადამიანი მოკლეს, 13 ადამიანი კი ინციდენტის შედეგად დაშავდა.
„ბოლო ინფორმაციით, ქალაქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანია მოკლული, ხოლო 13 დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს“-აცხადებს წყარო.
წყაროს ინფორმაციით, თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა. ისინი ცნობილები არიან ერაყში, როგორც „მძინარენი“.
ამ წუთებში ეტ-ტარმიაში სამთავრობო ძალებმა, ანტი-ტერორისტული ოპერაციის ჩატარების მიზნით, ქალაქის ყველა გასასვლელი დაბლოკეს.