სეულს არ სურს, რომ ამერიკის არმიამ სამხრეთ კორეის ტერიტორია დატოვოს
დღეს ოფიციალური სეული ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო ნაწილების მიერ, კორეის ნახევარკუნძულის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სპიკერის განცხადებით, სამხრეთ კორეას სურს, რომ ამერიკული საჯარისო შენაერთები კორეის ნახევარკუნძულზე დარჩნენ, მიუხედავად იმისა, გააფორმებს თუ არა სეული მშვიდობის შესახებ ხელშეკრულებას ფხენიანთან.
„სამხრეთ კორეაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო შენაერთები, სეულისა და ვაშინგტონს შორის არსებული ალიანსის ფარგლებში იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. მათი არსებობა სამხრეთ კორეაში არანაირ კავშირში არაა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას სახელმწიფოებს შორის შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან“-ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯაე-ინის სპიკერმა, კიმ ეუი-კიეომ განაცხადა.
მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ სამხრეთ კორეისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საჯარისო შენაერთები მშვიდობის გარანტორია, რომელსაც ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის მედიატორის როლის მორგება თავისუფლად შეუძლია.