ირანში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
ირანის ცენტრალურ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ იასუჯის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიწიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
ამ წუთებისთვის, გარდაცვლილების და დაშავებულთა არსებობის ან რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.