ევროკავშირმა, სომხეთში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს, სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა

სომხეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ევროკავშირმა, სომხეთში არსებულ დაპირისპირებულ მხარეებს, მათ შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს, სიტუაციის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
გუშინ, სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ, სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვერ მოახერხა. ფაშინიანის კანდიდატურის სასარგებლოდ, მხოლოდ 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 53-მა მის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ერთ კვირაში ქვეყნის პარლამენტი კიდევ ერთხელ შეეცდება პრემიერ-მინისტრის დანიშვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოქმედებას შეწყვეტს.
ფაშინიანის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრობის პოსტზე კიდევ ერთხელ წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები