თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტს უმასპინძლებს
6 მაისს, 19:00 საათზე, თბილისში ჩეხი პინისტის, ლუკაშ ვონდრაჩეკის კონცერტი გაიმართება. ლუკაშ ვონდრაჩეკის პირველ კონცერტს სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამაშია – იოჰანეს ბრამსის „სონატა N3“, ბედრჟიხ სმეტანას „ჩეხური ცეკვა“ და რობერტ შუმანის „კარნავალი“.
ვონდრაჩეკის კონცერტი საქართველოში, ელისო ვირსალაძის ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
ლუკაშ ვონდრაჩეკი ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2016 წლის პიანისტთა კონკურსის გრან-პრის მფლობელია. ბილეთები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში იყიდება.