„მოდელირებული მოსმენისა და მიყურადების საქმე ძალიან მალე გაიხსნება“
მოდელირებული მოსმენისა და მიყურადების საქმე ძალიან მალე გაიხსნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ში ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა. დეპუტატი ტელეკომპანიას პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში ადანაშაულებს.
“მოდელირებული მოსმენისა და მიყურადების საქმე ძალიან მალე გაიხსნება. სამწუხაროა, რომ ეს ტელეკომპანია ჩართულია წინასაარჩევნო პროცესში და ცდილობს, ხელისუფლების დისკრედიტაციით მმართველ პოლიტიკურ ძალას გარკვეული ზიანი მიაყენოს. პრინციპულად ვაცხადებ, რომ არ ვუსმენთ და მზად ვართ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ამ მიმართულებით ძლიერი მექანიზმები შევიმუშაოთ. მაგრამ როგორი უუნარო ხელისუფლებაც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, ასეთივე უუნარო სპექტაკლი დადგა ამ შემთხვევაში. დარწმურებული ვარ, საქმე მალე გაიხსნება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.