„მეოთხედი საუკუნე ემიგრაციაში – 1921 წელს უცხოეთში გატანილი საქართველოს განძეულის საერთაშორისო მნიშვნელობა“ – საჯარო ლექცია გაიმართება

3 მაისს, 18:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – „მეოთხედი საუკუნე ემიგრაციაში – 1921 წელს უცხოეთში გატანილი საქართველოს განძეულის საერთაშორისო მნიშვნელობა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ციკლს.
ლექციას წაიკითხავს პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები