ანა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტი წარსდგება მოხსენებით, რომელიც შემაჯამებელი ხასიათის იქნება

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი გამოსვლა შემაჯამებელი ხასიათის იქნება და შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მისივე თქმით, ისინი მიესალმებიან, რომ პრეზიდენტის მოხსენება ფართო ფორმატში მოხდეს.
“დღეს პრეზიდენტი წარსდგება მოხსენებით, რომელიც იქნება შემაჯამებელი ხასიათის და შეეხება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ფორმატის თვალსაზრისით ჩვენ მივესალმებით, რომ ეს იქნება ფართო ფორმატის დებატები. ყოველთვის მივესალმებოდით და მზად ვიყავით, რომ მაქსიმალურად ფართო ფორმატში ყოფილიყო განხილული პრეზიდენტის მოხსენება და ყოფილიყო შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა დათმობოდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სიღრმისეულ დისკუსიას. გასულ წლებში გარკვეულ შემთხვევებში საპარლამენტო უმრავლესობა არ თვლიდა საჭიროდ, რომ ეს ფორმატი გამოყენებულიყო, მაგრამ პრეზიდენტი თავის პოზიციაში თანმიმდევრულია და როგორც გასულ წლებში, ისე წელსაც ჩვენ მივესალმებით ფართო ფორმატს, რომელიც იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები