გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ

„არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე  საუბრისას განაცხადა.

„არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ. ეს ინდიკატორია, რას უპირებენ ქვეყანას, რა არის მათი არსი – ისევ საბოტაჟი, ისევ რევოლუცია, ისევ სისხლის ღვრის დაუოკებელი სურვილი და გააფთრებული შეტევა ქვეყნის სტაბილურობაზე თუ იმ პოზიციაზე გადასვლა, რაც ქვეყანას არ ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში. აქვთ თუ არა იმის რესურსი, რომ ხვალ ჩადგნენ თუნდაც, იმ ადამიანების სამსახურში, ვინც მათ ხმა მისცა არჩევნების დროს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე ოპოზიციური პარტია პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა:  „ვთავაზობ მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს, მომმართონ განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები