არჩილ გორდულაძე: რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს მხარი დაუჭირეს დელეგაციის წევრებმა, ხოლო საერთო ჯამში მხარდაჭერა არ მოხდა, იმიტომ რომ სიცრუით იყო გაჯერებული
„რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს მხარი დაუჭირეს დელეგაციის წევრებმა, ხოლო საერთო ჯამში მხარდაჭერა არ მოხდა, იმიტომ რომ სიცრუით იყო გაჯერებული,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ეს არის ზუსტად მცდელობა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში, მაშინ როდესაც სიმართლე არის ერთი: რეზოლუციაში არსებულ ჩანაწერებს მხარი დაუჭირეს დელეგაციის წევრებმა, პირდაპირი ინიციატივებითაც გამოვიდნენ, ხოლო საერთო ჯამში მხარდაჭერა არ მოხდა, იმიტომ რომ სიცრუით იყო [გაჯერებული] და მტრული რეზოლუცია მიღებული ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – აცხადებს გორდულაძე.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ასევე, ითქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.