გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს წარდგება.
პარლამენტის პლენარული სხდომა 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში დებატები გაიმართება, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები