ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართულ-ბალტიურ ურთიერთობებზე შეხვედრა გაიმართება

4 მაისს, 19:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა თემაზე – ,,ქართულ-ბალტიური ურთიერთობები“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას გაუძღვება ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ,,ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევების’’ ავტორი  – ნიკო ჯავახიშვილი.
შეხვედრა შეეხება ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს კულტურულ-სახელმწიფოებრივი კავშირების ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. აგრეთვე, განიხილება საქართველოსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ურთიერთობის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ეპიზოდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები