გია ბუღაძის ლექცია: „ქართული ხელოვნება – გარდამავალი ეპოქები“ გაიმართება

4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს მუზეუმის ეროვნულ აუდიტორიაში,  გია ბუღაძის ლექცია „ქართული ხელოვნება – გარდამავალი ეპოქები“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციას, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი უმასპინძლებს.  გია ბუღაძის ლექცია დაგეგმილ ლექციათა ციკლში პირველი იქნება.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები