საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ხელოსნობიდან ხელოვნებამდე“ გაიხსნება

4-5 მაისს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ხელოსნობიდან ხელოვნებამდე“ გაიხსნება.  კონფერენციას საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი ატარებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია ეძღვნება იმ პროცესებისა და მოვლენების ინტერდისციპლინარულ კონტექსტში გაანალიზებას, რომლებმაც განაპირობა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელოსნური ნაწარმის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კატეგორიიდან, მაღალი ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმაცია.

კონფერენცია  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები