საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება
3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi, ფესტივალის დაწყებამდე კი 2 მაისს, 12:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, პრესკონფერენციას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი – არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი – ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი – ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან.
CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.
მის: სანაპიროს ქუჩა №4.