მარიუპოლში სეპარატისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას ხანძარი გაუჩნდა. liga.net-ის ინფორმაციით, სეპარატისტებმა შენობას ცეცხლი ავტომატებიდან გაუხსნეს. ამასთან, უკრაინელმა ძალოვანებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე სეპარატისტების შტურმი მოიგერიეს, რის შედეგადაც მოკლულია რვა ტერორისტი, რამდენიმე უკრაინელი ძალოვანი კი დაიჭრა. როგორც ცნობილია, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები