ფაშინიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა
სომხეთის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.
პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის სპიკერმა არა ბაბლოიანმა განაცხადა, რომ დღეს ყველანი უჩვეულო გადაწყვეტილების მომსწრენი გახდნენ. მან ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოც კი უწოდა და აღნიშნა, რომ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის ოფიციალური კანდიდატურაა, რომელიც პარლამენტმა დაასახელა.
უკვე ერთი კვირაა, რაც სომხეთს პრემიერ-მინისტრი აღარ ყავს. სერჟ სარგსიანი 11-დღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა. მის შემცვლელად კი, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სახელდება. ბოლო დღეებში, მომიტინგეებმა სწორედ ეს მოთხოვნა გააჟღერეს საპროტესტო აქციებზე.