სოფო კილაძე: არაერთი შემთხვევა გვქონია იმისა, რომ NDI-ის კვლევები არ გამართლდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არაერთი შემთხვევა ყოფილა იმის, რომ NDI-ის კვლევები არ გამართლდა.
„ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონია იმისა, რომ NDI-ის კვლევები არ გამართლდა და ამ შემთხვევაშიც ალბათ მაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესეც შესაძლოა არ იყოს მთლად ის აზრი, რომელიც აქვს ქართველი ხალხის უმეტესობას. არჩევნებთან მიმართებით, როდესაც წინასწარი პროგნოზები გაკეთდა, ეს არ იყო აბსოლუტურად სიმართლესთან შესაბამისი, რაც დაამტკიცა შემდგომში უკვე მომდევნო არჩევნებმა. იგივე საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ეს ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას აქვს თავისი განსხვავებული აზრი”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები