“ევროპის უნივერსიტეტში” III საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა

„”ევროპის უნივერსიტეტში” III საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის 14-15 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტის” ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში, III საერთშორისო სამეცნიერო სესია გაიმართა.

„სესია “ევროპის უნივერსიტეტის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევების განვითარების ფარგლებში ჩატარდა.

სესია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა და პროფესორმა სანდრო ნონეშვილმა გახსნეს.

უნივერსიტეტი რეგულარულად მასპინძლობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სესიებს, რაც მეცნიერებისა და განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

რიგით მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სესია აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 95 წლისთავს მიეძღვნა.

სესიაზე საველე კვლევა-ძიების ანგარიშები წარადგინეს, როგორც ქართველმა (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმისა და თელავის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელმა არქეოლოგებმა (ავსტრიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან):

  1. გია ჩილინგარაშვილი, ლევან ლოსაბერიძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე

“ფხეროს ქალკოლითური ნამოსახლარი: არქეოლოგიური გათხრების შედეგები”

  1. Walter Kuntner, Sandra Heinsch, ვახტანგ ლიჩელი, ბორის გელაშვილი

“Results from the Khovle Gora Expedition at Hill III”

  1. ვახტანგ ლიჩელი, თორნიკე ჩილინგარაშვილი

“გრაკლიანი – 2024 წლის გათხრების წინასწარული ანგარიში”

  1. როლანდ ისაკაძე, შალვა ბუაძე, იაცეკ ჰამბურგი, თეონა ბუბუტეიშვილი, რაფაელ ბიენკოვსკი, აგნეშკა კაშილევსკა, ლეშჩეკ ვეუჩინსკი

“ქუთაისის ექსპედიციის მიერ 2024 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები”

  1. ალექსანდრე ნონეშვილი, ირაკლი სოზიაშვილი, დიმიტრი ჟვანია, ნიკოლოზ გობეჯიშვილი, დავით გაგოშიძე

“ნიჩბისისხევის ნამოსახლარის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში”

  1. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

“ბონდის მღვიმესა” და კაცხის ღია პალეოლითურ სადგომ-სახელოსნოზე 2024 წელს ჩატარებული სამუშაოების ანგარიში”

  1. ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

“შავი ზღვის სანაპირო ზოლში, გონიოს მიდამოებში 2019 და 2024 წლებში ჩატარებული წყალქვეშა მულტიდისციპლინური კვლევების შედეგები”

  1. ნიკოლოზ მაისურაშვილი, კობა კობერიძე

„მცხეთის მუნიციპალიტეტი, არმაზის დასახლებაში ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში”

  1. დავით სულხანიშვილი

“ხვამლის და “ნაქალაქურის” არქეოლოგიური ექსპედიცია”

  1. ალექსანდრე ნონეშვილი, მადონა მშვილდაძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე

,,2024 წელს შეკვეთილის არეალში შესრულებული საწყალოსნო არქეოლოგიური სასწავლო-კვლევითი სამუშაოები”

  1. გურამ ჩხატარაშვილი

,,ხუცუბნის ნამოსახლარზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების ძირითადი შედეგები”

  1. ემზარ კახიძე, თამარ შალიკაძე, ნინო ძნელაძე, მირანდა თურმანიძე

“ფიჭვნარის არქეოლოგიური ექსპედიციის 2024 წლის ანგარიში”

  1. ნაზიბროლა პაჭიკაშვილი

“რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე 2024 წელს ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის ანგარიში”

  1. ალექსანდრე ნონეშვილი, გიორგი მწყერაძე, ნიკოლოზ ცქვიტინიძე, მათე ახალაია, დავით გაგოშიძე

“ადიგენის მუნიციპალიტეტში (სოფ. არალი) ნასოფლარ ორჭოშანის ტერიტორიაზე ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში”

  1. ნოდარ ბახტაძე, ბაჩანა გაბეხაძე, ვაჟა მამიაშვილი, ჯულია პრევეტი

“გარეჯის მრავალმთის დოდორქის მონასტერში 2024 წელს ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება”

  1. ირაკლი ანჩაბაძე, ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი

“ქ. თელავის “დაბახნების გორაზე” გამოვლენილი ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ”

  1. ალექსანდრე ნონეშვილი

“ქ. თელავში, “ბატონის ციხის” ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში”

  1. ვაჟა სადრაძე, მერაბ ძნელაძე, გურამ ჩიქოვანი, ელგუჯა ღლიღვაშვილი

“არქეოლოგიური დაზვერვები ბირთვისის შემოგარენში (2024 წ.)”

“ევროპის უნივერსიტეტის” ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული არაერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და საგამომცემლო ღონისძიებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, დაცვასა და პოპულარიზაციას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები