“მივმართავ ყველა ჰუსიტ ტერორისტს, თქვენი დრო ამოიწურა და თქვენი თავდასხმები დღეიდან უნდა შეწყდეს” – დონალდ ტრაპმი

“ვუბრძანე აშშ-ის სამხედრო ძალებს, დაიწყონ გადამწყვეტი და ძლიერი სამხედრო მოქმედება იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

„ჯო ბაიდენის რეაგირება იყო პათეტიკურად სუსტი, ამიტომ, შეუზღუდავი ჰუსიტები განაგრძობდნენ თავიანთ ქმედებებს. ერთ წელზე მეტია, რაც ამერიკული დროშის ქვეშ მცურავმა სავაჭრო გემმა ვერ შეძლო უსაფრთხოდ გავლა სუეცის არხზე, წითელ ზღვაზე ან ადენის ყურეში.

მივმართავ ყველა ჰუსიტ ტერორისტს, თქვენი დრო ამოიწურა და თქვენი თავდასხმები დღეიდან უნდა შეწყდეს. თუ არ შეწყდება, ჯოჯოხეთი დაგატყდებათ თავს, როგორიც არასდროს გინახავთ”, – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები