ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია

პარაფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე, 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ნახევარფინალურ შეხვედრაში პოლონელი სტარვინსკა ანგარიშით 15:7 დაამარცხა.

ფინალში ხეცურიანმა იტალიელ ანდრია მოგოსს მოუგო (15:9) და პირველ ადგილზე გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები