“ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას” – მიხეილ ყაველაშვილი
“ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“განსაკუთრებით მსურს, მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება – მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა”, – წერს ყაველაშვილი.