NDI: პრემიერის საქმიანობას საშუალო შეფასებას გამოკითხულთა 52% აძლევს, ხოლო პრეზიდენტისას – 51%

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52 პროცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას, საშუალოდ აფასებს.
კითხვაზე – როგორ შეაფასებდით, ჩამოთვლილთა საქმიანობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაში, 22 პროცენტი მის საქმიანობას აფასებს კარგად; 3 პროცენტი – ძალიან კარგად, ასევე 3 პროცენტი – ძალიან ცუდად.
ამასთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 51 პროცენტი აფასებს როგორც საშუალოს; 23 პროცენტი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის საქმიანობა კარგია, 3 პროცენტს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი, ხოლო ძალიან ცუდი – ასევე 3 პროცენტი.
გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საშუალოა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობა; 17 პროცენტი ფიქრობს, რომ – კარგია, 2 პროცენტი – ძალიან კარგი; 5 პროცენტი – ძალიან ცუდი.
„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) და „CRRC-საქართველომ“ მედიას დღეს 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი წარუდგინეს.
NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები