გორის ცენტრიდან სტალინი მეორედ „გააძევეს“

გორის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობასთან სტალინის ბიუსტი აღარ დგას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის დავალებით, შენობის დაცვის თანამშრომლებმა ბიუსტი აიღეს და გორის ადმინისტრაციულ შენობაში შეინახეს.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ზაზა ნასყიდაშვილის განცხადებით, ინფორმაცია მიიღეს, რომ გარკვეული ძალები აპირებდნენ გორში ჩასვლას და პროვოკაციის მოწყობას და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს ძეგლის შენახვის გადაწყვეტილება.
მანამდე, ბიუსტთან გორის კომუნისტური პარტიის ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილი მივიდა, რომელმაც ბიუსტის დადგმა გააპროტესტა. მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა აღნიშნული ბიუსტი პროვოკაციის მიზნით დადგეს, რომ შემდგომ თავადვე ან მათთან დაახლოებული პირები მივიდნენ და სტალინის სახელი კიდევ ერთხელ შეურაცხყონ.
გორის ცენტრში იოსებ სტალინის ბიუსტი დღეს დადგეს. ბიუსტი სწორედ იმ ადგილას იდგა, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იყო აღმართული. გავრცელებული ინფორმაციით, ბიუსტი ევრაზიული კავშირის წევრებმა დადგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები