დონეცკში უკრაინის ჰიმნის შესრულებისას სეპარატისტები დირიჟორს დაესხნენ თავს

დონეცკში, კულტურის პარკში ფაშიზმთან დამარცხების დღისადმი მიძღვნილი მიტინგის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ორკესტრმა უკრაინის ჰიმნი შეასრულა. ამის შემდეგ უცნობი პირების ჯგუფი, რომელთაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სიმბოლოები ჰქონდა, დირიჟორს დაესხა თავს და ახსნა – განმარტება მოსთხოვა, თუ ვინ მისცა უფლება, რომ უკრაინის ჰიმნი შეესრულებინა. სამართალდამცველებმა მოახერხეს სიტუაციის დაწყნარება. მიტინგში დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, წესრიგს კი დაახლოებით 500 მილიციელი იცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები