ზუგდიდში ფაროსანასთან ბრძოლისთვის გადაცემული სპეციალური ტექნიკის ნაწილი გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, გუშინ, ფაროსანასთან ბრძოლისთვის გადაცემული სპეციალური ტექნიკის ნაწილი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, ტექნიკა საწყობში იყო განთავსებული, სადაც, თერმული ნისლის 5 მანქანიდან, აკუმულატორები ამოიღეს, თუმცა ამჟამად ტექნიკა გამართულია და დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას შეძლებენ.
შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გუშინ გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი, – მასივების შესაწამლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები