ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირადად ჩემი და ჩვენი გუნდის სახელით, ვთხოვე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტყილება დადებითად აისახება საქართველოს მომავალზე“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც “ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები