ბორჯომში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეოს სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ეროვნული სატყეოს სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევმა, პირველი ხარისხის სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა. ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება. უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები