მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნეს

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნეს. მასში მონაწილეობდა 11 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, წარმოდგენილი იყო 151 ერთეული სამხედრო ტექნიკა და ქვეყნის საჰაერო ძალების 69 საფრენი აპარატი.
სამხედრო აღლუმი რუსეთის თავაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ჩაიბარა. აღლუმის მიმდინარეობას კი, ტრადიციისამებრ, ქვეყნის უმაღლესი მთაავარსარდალი ვლადიმერ პუტინი აკვირდებოდა, რომელმაც 9 მაისი ეროვნული ტრიუმფის დღედ შეაფასა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს დღეს სევასტოპოლშიც ელოდებიან, სადაც ის მოსკოვის აღლუმის დასრულების შემდეგ უნდა გაემგზავროს. ვარაუდობენ, რომ პუტინი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მარტში დაკავებულ ბელბეკის აეროპორტში ჩავა და ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აღლუმს ჩაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები