ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ იენგდაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. კარაოკე-ბარში მომხდარმა ხანძარმა 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
სამსართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით მაშინ გაუჩნდა, როდესაც დაწესებულებაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ხანძრის განზრახ წაკიდებაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავა. ბრალდებული კი აცხადებს, რომ მან კუთვნილი მოტოციკლეტი კარაოკეს შესასვლელთან შემთხვევით გააჩერა, რის გამოც შენობაში მყოფებმა გარეთ დაუბრკოლებლად გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
ხანძრის ამსახველი კადრები კი, ინტერნეტის მეშვეობით, მთელ მსოფლიოში გავრცელდა.