ბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს არ შეხვდება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრას საფრანგეთში, ნორმანდიის ბრძოლის 70 წლის იუბილეზე არ გეგმავს. ობამასა და პუტინს შორის შეხვედრა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით არ შედგება.
“მიუხედავად ჩვენს შორის უკრაინის საკითხზე არსებული უთანხმოებისა, ფაქტია, რომ 70 წლის წინ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი და ბევრი სხვა ქვეყანა ფაშიზმის დასამარცხებლად გაერთიანდა. ეს იყო ისტორიული გამარჯვება და ყველა, ვინც მაშინ თავი გაწირა ევროპაში მშვიდობისთვის, პატივის მიგებას იმსახურებს “, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.