რატომ არ საუბრობს ფინანსთა მინისტრი ბილ გეითსთან შეხვედრის დეტალებზე?

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს, ბილ გეითსს შეხვდა. ცნობილი მილიარდერისა და ფილანტროპის შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან დახურულ კარს მიღმა შედგა, რის შემდეგაც გეითსმა სტუმარი ვიწრო წრეში ვახშამზე მიიპატიჟა.
ტელეკომპანია „იმედის” ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბილ გეიტსს „ვეფხისტყაოსანი” აჩუქა. დღეისთვის უცნობია, რა მოცულობის ინვესტიციას დააბანდებს 79 მილიარდზე მეტი ქონების მფლობელი ბილ გეითსი საქართველოში, თუმცა არსებული ინფორმაციით, ინოვაციური ტექნოლოგიები და ახალი პროექტების დაწყება ბილ გეითსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა იყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 აპრილს ციფრული აბრეშუმის გზის განხორციელების იდეას კომპანია Microsoft-მა მხარი დაუჭირა. პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია “Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ასევე, ხელს შეუწყობს,იმას, რომ ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერულ მეცნიერებათა და IT ტექნოლოგიათა, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები და სტარტაპები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები