უკრაინის მოვლენები ამერიკის კონგრესში განიხილეს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში კიდევ ერთხელ განიხილეს. საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი წარდგა. მან გამოსვლაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კრემლი ეკონომიკურად უკვე დაზარალდა. ვიქტორია ნულანდმა საუბრისას საქართველო და მოლდოვაც ახსენა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, ამ ორ ქვეყანას მხარდაჭერა აღმოუჩინოს.