მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელზეც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი წერს „რუსთავი 2 „ ეწინააღმდეგება

0

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე მედია საშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება, რაც პრობლემაა.
“2011 წელს მაუწყებლობის შესახებ კანონში ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებები ვალდებულები გახდნენ, რომ მათი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს. ამ ცვლილების შედეგად მედიასაშუალების მფლობელების შესახებ ინფორმაცია უფრო მეტად გამჭვირვალეა. მედიასაშუალებების მფლობელთა შესახებ გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაცია შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს თავად განსაჯოს ინფორმაციის და ახალი ამბების ობიექტურობა. მაგრამ როგორც ამ სფეროს ექსპერტები ამბობენ ეს გამჭვირვალობა სრულყოფილი მაინც არ არის. 2013 წელს მიღებული ცვლილება, იმის შესახებ, რომ ყველა მედიასაშუალებამ საჯარო გახადოს ინფორმაცია დაფინანსების წყაროს შესახებ ბოლომდე არ არის დაცული და შესრულებული. 2013 წელს კანონში შესული ცვლილებით ყველა მედია საშუალება ვალდებულია დამფინანსებლის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს, მაგრამ ყველა მედია ამ ცვლილებას სრულყოფილად არ ასრულებს“ ,- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ტელე-მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, რომ პრობლემაა ამავე თემაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური დიდი ხანია ღიად საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2013 წელს მიღებული კანონი ამ დრომდე ვერ სრულდება ვინაიდან ტელეკომპანიებმა ის სასამართლოში გაასაჩივრეს. კომისიამ კანონიდან გამომდინარე მაუწყებლებისთვის სპეციალური ფორმები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ტელევიზიები დაავალდებულა, რომ თავიანთი შემოსავლები ჩაეშალათ და ეს პროცესი გამჭვირვალე გამხდარიყო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიდან გამომდინარე, მედიას ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებდა, 2013 წელს,  რუსთავი 2 – მა და რამდენიმე მაუწყებელმა გაასაჩივრეს, რომელთაგან ერთ -ერთს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე კომისიის ყველა მომჩივანმა მაუწყებელმა რამდენიმე კვირის წინ წააგო, მათ შორის იმ მაუწყებელმა რომელსაც “საია” იცავდა, საიამ კომისიის პოზიციის კანონიერება აღიარა და სასამრთლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თუმცა სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით „რუსთავი 2“-ი კვლავ ფინანსური გამჭვირვალობის წინააღმდეგია და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არხმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი