გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტო,ვიდეო)

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გლდანის მე-6 მ/რ-ის N10 კორპუსის მიმდებარედ, გზის კაპიტალური შეკეთება ხორციელდება. ასფალტის ახალი საფარი დაახლოებით, 1700 კვ.მ ფართობზე დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები. გზის საფარის რეაბილიტაცია ასევე, ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების ქუჩის N9-მდე ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1400 კვ.მ-დე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საერთო ჯამში, გზის კაპიტალური შეკეთება ექვს მისამართზე ხორციელდება, 17 ობიექტზე კი გზის ფრაგმენტული შეკეთება ხდება. ზაჰესში, ასფალტის საფარი 1400 კვ.მ ფართზე იგება. საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა ასევე მე-6 მ/რ-ის N10 კორპუსის მიმდებარედ, სადაც ასფალტის საფარი 1700 კვ.მ ფართობზე დაიგება“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები