​არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ახალგაზრდა მენეჯერების სკოლის მონაწილეებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტში ბელორუსიის საჯარო სამსახურის მენეჯერთა სკოლის (SYMPA) მონაწილეებს შეხვდა.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდა საჯარო მოხელეებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, საპარლამენტო საქმიანობაზე და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე ესაუბრა.

SYMPA-ს საგანმანათლებლო პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება ბელორუსი საჯარო მოხელეებისთვის, ასევე, სამოქალაქო და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. პროგრამა ბელორუსიაში მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ამ მიზნით კი მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები