კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მოვახერხებთ ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ამბროლაურში გამართულ პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ერთიანი ძალისხმევით, შეძლებს ღირსეულად ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები. მან პარტიის წევრებს „ქართული ოცნების“ დაფუძნების დღეც მიულოცა.

“21 აპრილი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დაფუძნების დღეა. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. თითოეული თქვენგანის როლი პარტიის განვითარებაში არის უმნიშვნელოვანესი. მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა. მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს, უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონისთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების, პარტიის და ზოგადად, საზოგადოების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ, ღირსეულად ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები და მივაღწიოთ წარმატებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წინსვლა. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო და მინდა, ყოველი დღე იყოს გაჯერებული წარმატებებით, კეთილდღეობით, სიკეთითა და სიხარულით”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები