მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გვარი არავინ”

0

ტვ პირველის” ეთერში სტუმრად მყოფმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ,საზოგადოებას და ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი შეახსენა.
“მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გვარი არავინ. ის ბიჭიც დაიღუპა, მასაც ოჯახი ჰყავს, დაიღუპა მაშინ, როცა სამშობლოს იცავდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ მსფლიო მასშტაბის ტერორისტები იყვნენ, ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღიუპა კაცი, ეს ძალინ მნიშნელოვანი ფრაგმენტია. მისი გვარი ავიწყდება პრესას და საზოგადოებას. მისი ოჯახის უფლებებიც დაიცვას საზოგადოებამ. ის არავის გახსენებია გარდა ივანიშვილისა. მხოლოდ მან გაუწია დახმარება გარდაცვლილის ოჯახს”, – განაცხადა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. დაიჭრა სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.

სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი