გულია გოცირიძის შუამდგომლობით, შიდსსა და C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევის აქცია ჩატარდა
თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გულია გოცირიძის ინიციატივით, რაიონის მოსახლეობისთვის აქცია “გაიგე მეტი შენი ჯანმრთელობის შესახებ“ ჩატარდა. აქციის ფარგლებში 120 მოქალაქეს C ჰეპატიტსა და შიდსის ვირუსზე უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.
“დღეს გლდანის მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ მათთვის, C ჰეპატიტისა და შიდსის ვირუსზე უფასო გამოკვლევები ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ამ მხრივ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, აღნიშნულ დაავადებებზე წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა ანალიზის გაკეთება. ამჯერად გადავწყვიტეთ, გლდანში, კიდევ ერთხელ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ჩაგვეტარებინა აღნიშნული აქცია, რათა მომავალში ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი არ აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. მოთხოვნა დიდია, ხალხის ნაკადი არ შემწყდარა და ვფიქრობთ, ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროსთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა”,- აღნიშნა გულია გოცირიძემ.
გამოკვლევა თავად დეპუტატმაც ჩაიტარა.