დონეცკის ოლქის ცხრა ქალაქს სეპარატისტები აკონტროლებენ

   დონეცკის ოლქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ცხრა ქალაქს კვლავ სეპარატისტები აკონტროლებენ. დაძაბული ვითარება რჩება დონეცკში, ძერჟინსკში, გორლოვკაში, ენაკიევოში, კონსტანტინოვკაში, კრამატორსკში, კრასნი ლიმანში, მარიუპოლში, სლავიანსკსა და სლავიანსკის რაიონში. სეპარატისტები კვლავ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინელ ძალოვანებს, რომლებიც რეგიონში ანტიტერორისტულ ოპერაციას მართავენ”, – აღნიშნულია დონეცკის ოლქის მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა 2 მაისს განახლდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის სამხრეთ -აღმოსავლეთში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებას 14 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები