ავსტრიაში, მატარებლების შეჯახების შედეგად, 40 ადამიანი დაშავდა

ავსტრიაში, ორი სამგზავრო მატარებელი გვიან ღამით ერთმანეთს შეეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 40 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ღამით მოხდა, როდესაც ორი მატარებელი ერთმანეთისთვის უნდა ჩაებათ. ერთ-ერთმა მართვა დაკარგა და მეორე მატარებელს მთელი სიმძლავრით უკნიდან დაეჯახა. ადგილზე სამართალდამაცველები და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები