ქემოკლიძე: პრეზიდენტის შეწყალებული მსჯავრდებულის 82,4% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს

პრეზიდენტმა 7 წელში 3617 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 82,4% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, – ამის შესახებ “აპირესთან” შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი “აიპრესთან” განმარტავს, რომ შეწყალების შემდეგ ძალადობის და ოჯახში ძალადობის 40 შემთხვევა დაფიქსირდა.
გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2013-2018 წლებში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა რაოდენობა 3000-ზე მეტ მსჯავრდებულს ითვლის და რომ მათი უდიდესი უმრავლესობა პატიმრობაში იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის?
– მე შემიძლია უფრო ზუსტი ციფრები მოგაწოდოთ. შეწყალებულთა რაოდენობა 2013 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის 4 აპრილის ჩათვლით შეადგენს 3617 მსჯავრდებულს, რომელთაგან 82,4% სასჯელს იხდიდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
– ასევე გვსურს გადავამოწმოთ ინფორმაცია, შეწყალების შემდეგ, განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაზე
– პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან 575 პირი ბრალდებულია 672 ერთეული დანაშაულის ჩადენაში- შეწყალებულთა მიერ ხელმეორედ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის სტატისტიკა როგორია?
– განმეორებითი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 575 პირის მიერ (იგულისხმება შეწყალების შემდეგ პერიოდი) ჩადენილია 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
– თუ ყოფილა შემთხვევა, შეწყალების შემდეგ ხელმეორედ ეძალადათ? გარდა ვეფხია ბაქრაძის გახმაურებული შემთხვევისა?
– შეწყალებით გათავისუფლებულთა მხრიდან შეწყალების შემდეგ დაფიქსირდა ძალადობის და ოჯახური ძალადობის (სსკ . 126 მ და სსკ 126 პრიმა მ.) ჯამში 40 შემთხვევა. ჩვენ კრიმინალის ანალიზის თვალსაზრისით და ანალიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ ამ ციფრებს და ვაკვირდებით ზოგადად პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები