ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მარგველაშვილის მეორე ვადით დასახელება მისი მხარდამჭერი ძალების კიდევ უფრო დიდ მარგინალიზაციას გამოიწვევს

ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, პრეზიდენტ მარგველაშვილის გაერთიანებული ოპოზიციის შესაძლო კანდიდატობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ფიქრობს, რომ მარგველაშვილი შეიძლება გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, მათი ინტელექტი ან პოლიტიკური ალღო პლინტუსზე ქვემოთ არის.

მარგველაშვილი უკვე არის პრეზიდენტი, მაგრამ მოსახლეობას ამ ფაქტის გამო “ბედნიერება” სულაც არ ეტყობა. აქედან გამომდინარე, მისი მეორე ვადით დასახელება (რაც მაინც არ მგონია რომ მოხდეს), მისი მხარდამჭერი ძალების კიდევ უფრო დიდ მარგინალიზაციას გამოიწვევს და ეს ყველაფერი განწირული იქნება მარცხისათვის.

ამ პოლიტიკურ ძალებს არც არასოდეს ჰქონიათ ცალკე აღებულებს, და არც მარგველაშვილს, ერთ-ორ პროცენტზე დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ეხლა ექნებათ ნულთან მიახლოებული რეიტინგი მძიმის მარჯვნივ სამი ციფრის სიზუსტით“,- წერს მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები