გოჩა ენუქიძე: სუს-ის ანგარიშში საფრთხეები სათანადოდ არის შეფასებული

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” ლიდერმა გოჩა ენუქიძემ, სუს-ის ანგარიში შეაფასა, რომელიც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დღეს წარადგინა.

„რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და რეფორმების ლიდერია, რომელსაც ენდობა დასავლეთის ქვეყნები, ენდობიან ინვესტორები, აქვს მზარდი ეკონომიკა და ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ეს შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების ძლიერი სამსახურის გარეშე.

რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ანტიტერორისტულ ძალისხმევას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის აღკვეთას – ეს ის მნიშვნელოვანი თემებია, რომელსაც ანგარიშის განხილვის პროცესში პარლამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს“, -აღნიშნა  გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები