ვახტანგ გომელაური კორუფციაზე: არ არსებობენ ამ დანაშაულში ჩართული ხელშეუხებელი პირები

ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“საანგარიშო პერიოდში, სამსახურის ანტიკორუფციული საქმიანობა მიმართული იყო სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის წინააღმდეგ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გასული წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 62 საქმეზე, საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 61 პირი, სისხლის სამართლის 41 საქმეზე.
ბოლო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა, ნათლად დაგვანახა, რომ აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირების მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია საკმაოდ მკაცრია და არ არსებობენ ამ დანაშაულში ჩართული ხელშეუხებელი პირები”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები