გია ვოლსკი: გიორგი აბაშიშვილის განცხადება არც ხუმრობას და არც სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, აბაშიშვილის ნათქვამი, რომ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეს განცხადება შექმნილი ვითარების ადეკვატური არ არის.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს არაფერს ვუპასუხებდი, რადგან მისი განცხადება რაღაც ისტერიულია, არც ხუმრობას და არც სერიოზული კაცის ნათქვამს არ ჰგავს. ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა დაისვას ამ საკითხებზე. ეს არც ხუმრობაა, არც სერიოზული ანალიზია და არაადეკვატურია შექმნილი ვითარების“, – დასძინა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დეპუტატების მხრიდან პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით. მისივე თქმით, უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები