სოფიო კილაძე სუს-ის ანგარიშზე: აბსოლუტურად სწორად არის აქცენტი დასმული გამოწვევებზე

აბსოლუტურად სწორად არის აქცენტი დასმული იმ გამოწვევებზე, რომლებიც ნამდვილად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მოცემულ მომენტში – ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სუს-ის ანგარიშს.
როგორც სოფიო კილაძემ აღნიშნა, ანგარიშში ჩამოთვლილი ყველა საკითხი პრობლემურია.
„აბსოლუტურად სწორად არის აქცენტი დასმული იმ გამოწვევებზე, რომლებიც ნამდვილად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მოცემულ მომენტში. ყველა ჩამოთვლილი საკითხი პრობლემურია. ბუნებრივია, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ჩვენი ყველას სატკივარი. ეთნიკური ქართველები იდევნებიან, ცხოვრობენ შიშსა და ტერორში, შეზღუდულია მათი უფლებები და მიდის რუსიფიცირების პროცესი. ეს არის სამწუხარო რეალობა და სამწუხაროდ, ჩვენი იურისდიქცია იქ არ ვრცელდება და ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული, რომ რაიმე ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს და მთავრობის ინიციატივა პარლამენტში უკვე შემოსულია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის უფლებების გაუმჯობესებას ემსახურება. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატვას, შეგვეძლება გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება პროპაგანდას, ანგარიშის მიხედვითაც, დიდ მასშტაბებს მიაღწია, დახურულ მოსმენაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ სუს-ის მოადგილისგან და ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო. ბევრ კითხვას პასუხი გაეცა. ეს გამოწვევა ნამდვილად არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროპაგანდა არ მომძლავრდეს“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშს, საკანონმდებლო ორგანოში, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები