საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება

„უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სხდომა საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.
„რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები