პარლამენტში ფინანსთა მინისტრთან შესახვედრად ოპოზიციამ შეკრება ვერ შეძლო

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, რის გამოც იგი პარლამენტში აშშ-ში მისი ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივა.
“გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე დისკუსია მთლიანად პარლამენტთან არის საჭირო და არა მხოლოდ მის უმრავლესობასთან. ვინაიდან, ხვალ დაგეგმილი შეხვედრისთვის ოპოზიცია შეკრებას ვერ ახერხებს, გადავწყვიტე, პარლამენტში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივიდე”- წერს მამუკა ბახტაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის რეფორმის განსახილველად ხვალ პარლამენტში მისვლას გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები