მიხეილ დონდუა: ევრაზიის კონტინენტზე საქართველოს კომერციული ბანკები მოგების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არიან, რაც მოქალაქეების ხარჯზე ხდება

ეკონომისტი მიხეილ დონდუა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის რეფორმას “ტვ 1 “-ის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრის ინიციატივა სტარტაპების დაფინანსების შესახებ სწორია.
მისი თქმით, ევრაზიის კონტინენტზე საქართველოს კომერციული ბანკები მოგების თვალსაზრისით პირველ ადგილზე არიან, რაც დონდუას თქმით, მოქალაქეების ხარჯზე ხდება.
“ეს ხდება მოქალაქეების ხარჯზე, რომლებსაც ბანკის ვალის გამო, ყოველთვიურად არაადეკვატურად დიდი გადასახადის გადახდა უწევთ. 1000 კაციდან – 800 სესხს ვერ აიღებდა, შემოსავლების დადასტურება რომ გამხდარიყო საჭირო. საქართველოში შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემა 2008 წლიდან დაიწყეს” – განაცხადა მიხეილ დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები